ანა ნაცვლიშვილმა სასამართლო სისტემაზე მომუშავე არასამთავრობოთა კოალიციასთან სასამართლოს კრიზისიდან გამოყვანის საჭიროებები განიხილა
პოლიტიკა - 10:41, 29 Mar, 2018     1241

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი სასამართლო კრიზისის დაძლევის საკითხებთან დაკავშირებით სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის - "კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" მოსაზრებით დაინტერესდა.

კოალიციის წევრებისაგან სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის მიერ სასამართლო რეფორმის მორიგ ტალღასთან დაკავშირებით მიღებულ კანონზე შემუშავებული შენიშვნები და წინადადებები მოისმინა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემაში შექმნილ მძიმე კრიზისის მოგვარებას სხვა ფაქტორებთან ერთად რეალური საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება.

"შეხვედრა გვქონდა იმ ადამიანების ჯგუფთან, რომლებიც წლებია მონიტორინგს უწევენ სასამართლო სისტემაში არსებულ სიტუაციას და ამზადებენ რეკომენდაციებს როგორ უნდა შეიცვალოს მდგომარეობა, მათ შორის, საკანონმდებლო თვალსაზრისით.

ეს ჯგუფი, ისევე როგორც საზოგადოების სხვა წევრები, ამბობენ, რომ აუცილებელია, კონკრეტული, პრიორიტეტული მიმართულებებით გაგრძელდეს და დროულად მოხდეს საკანონმდებლო ცვლილების გატარება - ეს მოიცავს საბჭოს საქმიანობის დარეგულირებას კანონით, მოიცავს იუსტიციის სკოლის დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნას, მოიცავს დისციპლინური სამართალწარმოების წესის პროცედურების საფუძვლების გამართვას და ბევრი სხვა საქმეა გასაკეთებელი და ამ მიმართულებით, დრო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ამიტომ რეფორმა ძალიან სწრაფადაა გასატარებელი, ყველა შესაბამისი მხარის ჩართულობით", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მოლოდინიც არის სწორედ ის, რომ პარლამენტი რეალურად დროულად მიიღებს ცვლილებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42