„RMG ჯგუფი“ 60 მილიონიან სკანდალში ეხვევა
პოლიტიკა - 13:59, 29 Mar, 2018     2729
საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც „RMG ჯგუფი“ 60 მილიონიან სკანდალში ეხვევა.

„RMG ჯგუფის“ პარტნიორი კომპანიის მიერ 2018 წლის 15 მარტს ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაკეთდა განცხადება შესაბამის სალიცენზიო ტერიტორიაზე კვლევა-ძიებითი სამუშაოების გაგრძელების შესახებ. „საყდრისის კომიტეტი“ დაინტერესდა აღნიშნული საკითხით, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ „RMG ჯგუფში“ შემავალი კომპანიების - „კავკასიის სამთო ჯგუფის“ და „ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდის“ მხრიდან ადგილი აქვს სალიცენზიო პირობების უხეშ დარღვევას, რამაც ქვეყნის ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით აზარალა.

როგორც „საყდრისის კომიტეტში“ აცხადებენ, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, ეკონომიკის სამინისტროსა და „RMG ჯგუფს“ შორის კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით. ამ ფაქტს ამყარებს ოფიციალური დოკუმენტები და მთავრობის სხდომებსა თუ ეკონომიკის სამინისტროს მიერ მიღებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, რაც „RMG ჯგუფს“ სასათბურე პირობებს უქმნის

„საყდრისის კომიტეტი“ მოუწოდებს ეკონომიკის სამინისტროს საჯარო განმარტებები გააკეთოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

„საყდრისის კომიტეტი“ ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, „RMG ჯგუფის“ საქმიანობის შესახებ 2018 წლის 3 აპრილს უკვე ჩანიშნულ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის სხდომაზე მოითხოვოს განმარტებები ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსა და შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42