საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუას თქმით, ძალის გამოუყენებლობაზე ერთობლივი განცხადების თაობაზე რუსეთმა თავი აარიდა კონსტრუქციულ მსჯელობას, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
„მნიშვნელოვანი საკითხი, რაც განვიხილეთ ეს არის ძალის გამოუყენებლობის თაობაზე მონაწილეების ერთობლივი განცხადება. ჯერ კიდევ დღის პირველ ნახევარში სანამ მივიდოდით დღის წესრიგით აღნიშნულ საკითხთან, წარმომადგენლებმა რუსეთიდან გააკეთეს რამდენიმე ისეთი განცხადება, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ დღის მეორე ნახევარში არ მომხდარიყო შინაარსობრივი მსჯელობა ამ საკითხის გარშემო და რეალურად ასეც მოხდა – მათ თავი აარიდეს კონსტრუქციულ მსჯელობას და ეს გააკეთეს იმითი, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ის ფუნდამენტური პრინციპები, რაზეც არის დამყარებული ჟენევის მოლაპარაკებები, ანუ ის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს და რომელიც შეთანხმდა ევროკავშირის მედიატორობით, კერძოდ საფრანგეთის იმხანად პრეზიდენტ სარკოზის მეშვეობით. ყოველივე ამის შემდეგ უკვე რთული იყო საგნობრივი მსჯელობა ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ ამ რაუნდზე წინ ვერაფრით წავიწიეთ" - აღნიშნა დონდუამ.
მასალის გამოყენების პირობები






