„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ გენერალური დირექტორის მამუკა სალუქვაძის თქმით, თუკი მერია დოკუმენტს დაიწუნებს, მაშინ დავა გადაინაცვლებს სასამართლოში.
„ჩვენ მზად ვართ პრეზენტაცია ვანახოთ და ამისთვის ხვალ ვიწვევთ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მერიის წარმომადგენლებს. ძალიან კარგი იქნება თუ ბატონი კახაც მობრძანდება. დიდი სიამოვნებით ჩვენ ჩვენს პასუხებს შევთავაზებთ იმ კითხვებზე, რომელიც არის. თუ მიგვაჩნია, რომ მართლები ვართ და ესეც მიგვაჩნია მაშინ იქნება სასამართლო დავაც. ეს არ არის პოლიტიკური დოკუმენტი. ეს არავის პოლიტიკური დოკუმენტი არ არის. ეს არის ზეპარტიული დოკუმენტი და ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ეს სრულიად საჭირო არის ქალაქისათვის და მნიშვნელოვანი არის. შეურაცხმყოფელი იყო ის რაც ჩვენ დავინახეთ. პატარა ბავშვებივით, რომ დასვეს ძალიან მხცოვანი და გამოცდილი არქიტექტორები და თითი უქნიეს,“-განაცხადა „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ.
შეგახსენებთ, დღეს კახი კალაძემ არ გამორიცხა, რომ „სითი ინსტიტუტი“ თბილისის გენგეგმის დოკუმენტის მომზადებაში შესაძლოა სხვა ჯგუფმა ჩაანაცვლოს.
მასალის გამოყენების პირობები






