გენერალური გეგმის საბოლოო ვერსია პარლამენტში განიხილეს
პოლიტიკა - 18:03, 28 Mar, 2018     1252
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსია საქართველოს პარლამენტში განიხილეს. დოკუმენტის განხილვის პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, გენგეგმის შესახებ პრეზენტაცია კი, მერის მოადგილე ილია ელოშვილმა წარადგინა.

პარლამენტის დეპუტატებსა და დედაქალაქის საკრებულოს წევრებს თბილისის მერმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა და კომპანია „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებულ დოკუმენტთან დაკავშირებულ შენიშვნებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „სითი ინსტიტუტს“ დოკუმენტის შემუშავებისთვის 18 თვიანი ვადა ჰქონდა განსაზღვრული, თუმცა ქალაქის მთავრობაში ახალი ხელისუფლების მოსვლის დროს, უკვე 26 თვე იყო გასული. კომპანიას მოთხოვნის შემდეგ, დოკუმენტის სრულყოფისთვის, ასევე, დამატებით 45 დღიანი ვადა მიეცა.

„მათ შემდეგ წარმოადგინეს მეექვსე ეტაპის დოკუმენტაცია, რაც ხარვეზებით უკან დაუბრუნდათ. რადგანაც აღნიშნული დოკუმენტის არსებობა მნიშვნელოვანია და გვსურს, რომ ხარისხიანი გენერალური გეგმა მივიღოთ, მივმართეთ მათ, რომ გონივრული ვადა წარმოედგინათ, რა ვადაშიც არსებული ხარვეზების გამოსწორება შეეძლოთ. მათ 45 დღე მოითხოვეს, რაზეც დედაქალაქის მერია დათანხმდა, თუმცა გამოსწორებული რეალურად არაფერია. თითოეული თქვენთაგანი დამეთანხმებით, რომ ქალაქისთვის ეს ერთგვარი კონსტიტუციაა, რომელსაც ქალაქის გრძელვადიანი განვითარებაა უდნა დაეფუძნოს. შესაბამისად, დოკუმენტი მაღალ დონეზე უნდა იყოს წარმოდგენილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება დოკუმენტის სრულყოფის პროცესში გამართულ შეხვედრებს, გენერალური გეგმის საბოლოო ვერსიის საჯარო განხილვამდე, კომპანია „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან არაერთი კონსულტაცია შედგა. თბილისის მერის განცხადებით, კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა რამდენჯერმე პირადადაც გამართა.

„აღნიშნულ კომპანიას ყველანაირი პირობა შევუქმენით. ხელშეკრულებაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდათ, დოკუმენტზე მუშაობა დაესრულებინათ, თუმცა როგორც ჩანს, ამის რესურსი არ გააჩნიათ. ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ და ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მუნიციპალიტეტის მთავრობა დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში ხარვეზებს რამდენიმე მიმართულებით აფიქსირებს. კერძოდ, მწვანე სივრცეები/არეალები ძირითადად, გაზრდილია ლანდშაფტური, სარეკრეაციო და სატყეო არეალების ხარჯზე; მთლიანად იგნორირებულია შიდაკვარტალური სკვერები, გამწვანებული არეალები და მათ საქმიანი, სამშენებლო ზონა ცვლის; კონცეფცია „მდინარე და ქალაქი“ წარმოდგენილია იდეის დონეზე, ჩასატარებელია მთელი რიგი კვლევები მისი განხორციელებადობის დასადგენად;

ამასთან, არ არის შესწავლილი საბინაო ფონდი და სეისმომედეგობა; არ არის დადგენილი სამშენებლო ნორმები და შესწავლილი ქალაქის შემოგარენი; ასევე, აქტივობების რიგითობა და ეტაპები ყოველგვარი კომპლექსური ხედვის, ლოგიკის გარეშეა წარმოდგენილი.

საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები და თბილისის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42