გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებზე ქართული მხარე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე ისაუბრებს
პოლიტიკა - 16:23, 28 Mar, 2018     1496

2018 წლის 28 მარტს, ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების ინიციატივით, გაიმართება ღია დებატები თემაზე: “Collective Action to Improve UN Peacekeeping Operations’ - Supporting greater impact and performance in today’s complex and high-risk environments”. დებატების მიზანი გაეროს სამშვიდობო ოპერაციების ეფექტიანობის ამაღლებისა და ამ კუთხით, პროცესის ყველა მონაწილის (მისიების მასპინძელი ქვეყნები, რეგიონული ორგანიზაციები, უშიშროების საბჭო, წევრი ქვეყნები, მათ შორის, ქვეყნები, რომელთა სამხედრო და საპოლიციო შენაერთები მონაწილეობენ გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში, და გაეროს სამდივნო) ჩართულობის გაუმჯობესების შესაძლო გზების განხილვაა.

ღია დებატებში მონაწილეობას მიიღებს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა. ქართული მხარე თავის გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს გლობალური უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის გაეროს სამშვიდობო ოპერაციების მნიშვნელობასა და დღევანდელი გამოწვევების გამკლავების მიზნით სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებზე. მათ შორის, ყურადღება გამახვილდება სამშვიდობო ოპერაციებისათვის ცხადად განსაზღვრული, რეალისტური და კონტექსტისათვის შესაბამისი მანდატების მნიშვნელობაზე.

ამ კუთხით საქართველო ისაუბრებს თავისი გამოცდილების შესახებ, როდესაც 2009 წელს საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიას (UNOMIG) მანდატი შეწყდა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის - რუსეთის - ვეტოს გამო, რამაც გაეროს ისტორიაში ძალიან საშიში პრეცედენტი შექმნა. განცხადებაში ყურადღება ასევე გამახვილდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, ქართული მხარე ისაუბრებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42