ჟურნალისტების კითხვაზე რატომ არ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრაზე კახა კალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძეს მიმართა. „არჩილ დაპატიჟეთ ოპოზიცია?“-რაზეც თალაკვაძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე მიწვეულია ყველა იმ კომიტეტის წევრი, რომელსაც თვითმმართველობის საკითხები ეხება.
დედაქალაქის მერის თქმით, ის რომ ოპოზიცია შეხვედრას არ ესწრება, ეს თავად ოპოზიციის პრობლემაა, როგორც კალაძემ განაცხადა ოპოზიციას არ აინტერესებს დედაქალაქის განვითარებისა და მიწათსარგებლობის დოკუმენტი და საკითხის ირგვლივ კითხვებსაც ვერ სვამს, რადგან გეგმას ამ დრომდე არ გაცნობიან:
„ჩვენ გვქონდა სურვილი, რომ ოპოზიციაც ყოფილიყო შეხვედრაზე, თუმცა რეალურად მათ არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ ელემენტარულად კითხვას ვერ სვამენ დოკუმენტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არ გაცნობიან დოკუმენტს.
იმის მიუხედავად, რომ რამოდენიმეჯერ იყო მიმართვა, რომ ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტში, რომელიც უნდა მიიღოს დედაქალაქმა - მათ ეს არ ისურვეს და გასაგებია რატომაც, ამის მაგალითია გუშინდელი დღე, როდესაც ცდილობდნენ დებოში მოწყობას,“ - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






