„დასავლეთი იღვიძებს... 2006 წელს, როცა ,,გრუ“-ს ოფიცრები დავაკავეთ გორის ტერაქტისთვის, მაშინ ბევრი დასავლელი დიპლომატი აგრესიულობაში მადანაშაულებდა“
პოლიტიკა - 12:50, 28 Mar, 2018     2198
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსი ჯაშუშების გაძევების საკითხს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ დასავლეთმა გაიღვიძა. სააკაშვილი საქართველოდან რუსი ჯაშუშების გაძევების ფაქტსაც იხსენებს და აღნიშნავს რომ მაშინ საქართველოს ხელისუფლება ამის გამო გარკვეული ევროპელი დიპლომატებისგან კრიტიკის ობიექტიც კი გახდა:

„ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ტრამპის და ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილება რუსი ჯაშუშების გაძევებასთან დაკავშირებით. დასავლეთი იღვიძებს, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.

2006 წელს მას შემდეგ რაც ჩვენ უტყუარად დავამტკიცეთ რუსი „გრუშნიკების“ მონაწილეობა გორში მომხდარ ტერაქტში, სადაც ადგილობრივ პოლიციასთან მომხდარ აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა, ჩვენ დავაკავეთ 7 რუსი ოფიცერი, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ქონდათ ამ ტრაგედიასთან და სხვა დანაშაულებთან. მაშინ ბევრი დასავლელი დიპლომატი მე ზედმეტ აგრესიაში და არასტაბილურობაში მადანაშაულებდა. ჩვენზე იყო ძლიერი ზეწოლა, ეუთოს მაშინდელი თავმჯდომარე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი დე გიუხტი, ჟურნალისტებთან ჭორაობდა, რომ მე საფრთხეს ვზრდი და მთელ დასავლეთს არასაჭირო კონფლიქტში ვხვევ. საპასუხოდ პუტინმა დაიწყო ქართველების მასობრივი დაჭერა რუსეთში და მათი გამოძევება საქართველოში სატვირთო თვითმფრინავებით, ამას დასავლეთი თითებს შორიდან უყურებდა.

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, რომ ტრამპის ბრძანებით სიეტლში რუსეთის მთელი საკონსულო დახურეს, იმისთვის, რომ რუსები სამხედრო ობიექტებთან ახლოს არ დარჩნენ.

ჩვენთან რუსმა ჯაშუშებმა საბოლოოდ აგვივსეს მოთმინების ფიალა მაშინ, როდესაც მათ ურცხვად და ღიად დაიწყეს ჩვენი ჯარის გადაადგილებისა და ქართული სამხედრო წარმოების შესახებ მონაცემების შეგროვება.

ახლა ყველაფერი იცვლება და დიდება ღმერთს, რომ ახლა მათ გაიგეს, ვისთან აქვთ საქმე.

პ.ს რაც შეეხება პოროშენკოს გადაწყვეტილებას დასავლეთთან სოლიდარობის ნიშნად 13 რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით, ოთხწლიანი ომის და 10 ათასი უკრაინელის მკვლელობის შემდეგ, ჟესტი მხოლოდ იმისთვის რომ ვიღაცას ასიამოვნო, არის უკრაინელი ხალხის ღირსების დამცირება. ჩვენ საქართველოში ეს საკიტხი მარტივად გადავწყვიტეთ. პუტინის თავდასხმის შემდეგ ჩვენ რუსეთის საელჩო საერთოდ დავხურეთ და გავწყვიტეთ დიპლომატიური ურთიერთობა.“- წერს მიხეილ სააკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42