ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით ერთიანი მიმართვის ტექსტზე მუშაობას დღესაც გააგრძელებნ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მონაწილეები. ჯერჯერობით უცნობია მოხერხდება თუ არა ერთობლივი დოკუმენტის მიღება.
ქართული მხარის განმარტებით, განცხადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ თუ ის საქართველოსთვის მისაღები იქნება. დღესაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე იქნება. ოფიციალური თბილისი ითხოვს მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოსკოვმა აიღოს.
ჟუნალისტებთან განცხადება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გააკეთა. დაურ კოვემ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას ინციდენტი უწოდა და აღნიშნა, რომ ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაზე ყველა მხარემ უნდა იმუშაოს და მისი თქმით, გადაწყვეტილება ერთობლივი გადაწყვეტილებით უნდა იყოს მიღებული.
„მთავარი საკითხი რა თქმა უნდა, ზეპირი განცხადების მიღებაა ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ასე რომ შევხედავთ მხარეები რამდენად იქნებიან მზად გადაწყვეტილების მისაღებად. იქ ორი მხარე, საქართველო და რუსეთი არ არის, ეს არასწორი მიდგომაა, განცხადების მონაწილე მხარეები არიან საქართველოც, რუსეთიც, აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც. თუ ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე, ჯერ საჭიროა ზეპირად მივიღოთ განცხადება, ყველა მხარემ.
ტატუნაშვილთან დაკავშირებით მოდით ვისაუბროთ, როგორც ინციდენტზე, განვიხილავთ ამს საკითხსაც, ცხადია, რომ საქართველო დააყენებს ამ საკითხს და ოსური მხარეც გასცემს პასუხს, ვერ გავაკეთებ კომენტარს აწამეს თუ მოკლეს, ოსური მხარე წარმოადგენს საკუთარ პოზიციას და დასკვნასაც გამოვიტანთ“, - განაცხადა კოვემ.
მასალის გამოყენების პირობები






