ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში კონკურსი 80 ვაკანსიაზე გამოცხადდება
პოლიტიკა - 12:08, 28 Mar, 2018     1970
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში უახლოეს მომავალში, კონკურსი 80 ვაკანსიაზე გამოცხადდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესასრულებლად, ადამიანური რესურსია საჭირო. კახა კალაძე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებს კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

„ყველას, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქალაქის განვითარებასა და მოწესრიგებაში ჩაერთოს, პროფესიონალებს, ვისაც შესაბამისი კვალიფიკაცია გაქვთ, მიიღეთ კონკურსებში მონაწილეობა, რომელიც გამოცხადდება. ერთად ვიზრუნოთ ქალაქის განვითარებასა და ერთად მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომლებიც დღეს ქალაქისთვის აქტუალურია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, იმისთვის, რომ ქალაქი მოწესრიგებული იყოს, საჭიროა, ზედამხედველობის გამკაცრება, მათ შორის, გარე ვაჭრობის, სამშენებლო უსაფრთხოებისა და მშენებლობის ნორმების დაცვის მიმართულებით. სწორედ ამ მიზნით, თბილისის მერიაში ზედამხედველობის სამსახურის მთლიანი რეფორმაა დაგეგმილი. იგეგმება ასევე, სამსახურის მატერიალური ბაზისა და ავტოპარკის განახლება.

„ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რაც საჭიროა, რომ მაქსიმალურად მოქნილად, კომფორტულად იმუშაოს ამ სამსახურმა. აღნიშნული სამსახური უნდა იყოს უფრო ეფექტური, უნდა შეიქმნას რეაგირების ეფექტიანი მექანიზმები, ასევე, დაიხვეწოს მოქალაქეებთან და იურიდიულ პირებთან კომუნიკაციის მეთოდები“, - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42