„ქალაქის მერმა და უმრავლესობამ წარმოაჩინა თავისი ნამდვილი სახე, თავხედური, უზრდელი და სექსისტური განცხადებებით, აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს, ასევე ვიმსჯელებთ გენგეგმაზე, რა ეტაპზეა, რა ჩაამატეს და რა ამოიღეს. - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლილე ლიპარტელიანმა.
„ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომის დღის წესრიგში თბილისის გენ. გეგმის საკითხი გათვალისწინებული არ არის. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის თქმით, მთავარი თემა რაზეც ისინი იმსჯელებენ თბილისის შემოგარენის ინფრასტრუქტურაა.
„კომისიის სხდომაზე გენგეგმასთან დაკავშირებით არ იქნება საუბარი იმიტომ, რომ საკრებულო არ ჩართულა ოფიციალურად ამ პროექტის განხილვაში. ჯერ ეს პროექტი უნდა დაამტკიცოს მერიამ. დღეს გვაქვს მიმდინარე საკითხები, ეს არის განაშენიანების რეგულირების გეგმები და სხვადასხვა ზონალურ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა,“-განაცხადა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






