დედაქალაქის მერიაში მტავრობის სხდომა მიმდინარეობს. რომლის ფარგლებშიც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქლაქის გენერალურ გეგმაზე ისაუბრა, ასევე კომნეტარი გააკეთა გუშინ მომხდარ ინციდენტზე.
კალაძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტი გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლობდა.
„არც ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა ჩვენი მხრიდან არ ყოფილა გაჟღერებული და ეს ასეც იქნება, ჩვენ ამას ბოლომდე დავიცავთ ამ მიდგომებს, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი შეცდომები იყო, წარმოდგენილ დოკუმენტში არის ძალიან სერიოზული ხარვეზები, ჩვენ ვიქცევით კონსტრუქციულად. ამიტომ ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და არავის მივცემთ ჩვენ იმის უფლებას, იმის შესაძლებლობას, რომ მერიის თანამშრომლებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ახალგაზრდებს, რომლებიც მართლა არიან ჩვენი მომავალი, მხედველობაში მაქვს არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები, იქ იყო სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები, შეურაცხყოფის მიყენებას არავის ვაპატიებთ, უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გაბედა მერიამ და ხარვეზები დაადგინა, ეს რა დამოკიდებულებაა? მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც დედაქალაქს უჯდება 2 მილიონ 800 ათასი ლარი, რას ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა წარმოვადგინოთ ხარვეზები და არ უნდა ვისაუბროთ შენიშვნებზე, გაუგებარია ნამდვილად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






