ბორჯომის საკრებულოში დღეს სხდომა გაიმართება, რომელიც სავარაუდოდ ხმაურის ფონზე ჩაივლის. სხდომაზე დეპუტატებმა თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილონ. ზაზა ჩაჩანიძის თანამდებობიდან გადაყენებას 15 დეპუტატი ითხოვს, რომელთაგან 13-ი „ქართული ოცნების“ წევრია, ხოლო ორი კი „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი.
აღსანიშნავია რომ საკრებულოს თავმჯდომარეც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია. ჩაჩანიძე ამბობს, რომ "პატრიოტთა ალიანსი" "ხელისუფლების"თამაშს სათავეში ჩაუდგა.
„ეს ორი კაცი კი არ არის გარიგებული, „პატრიოტთა ალიანსია“ გარიგებული მთლიანად. დაპირისპირება რამ გამოიწვია - ეს იყო ფრაქციების არ დარეგისტრირება „მრეწველების“ და „კონსერვატორების“, რომლებიც ეყოფიან „ქართულ ოცნებას“ და რაც 300 ათასი ლარი დაუჯდება ბიუჯეტს 4 წლის მანძილზე.
პირველი დღიდან ვეუბნებით მათ, რომ მოიმატეთ ზღვრულად 150 ლარი და გაიხადეთ 1700, მაგრამ არა- ისინი ითხოვენ 2000-ს,“-განაცხადა ზაზა ჩაჩანიძემ.
მმართველ გუნდსა და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის გარიგებაზე საუბრობენ „ლეიბორისტებიც“.
„საკრებულოს სხდომას ვერ დავარქმევ, არის ქორწილი და პატარძალი არის ინაშვილი. ამ ქორწილში მე არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. ღიად გამოააშკარავა თავი ინაშვილმა. პირდაპირ მიიღო დავალება უშიშროებისგან. ეს არის ტიპიური გარიგება, ტიპიური გაგორება,“-ამბობს ლეიბორისტული პარტიის წევრი ბორჯომის საკრებულოში გიორგი გიუნაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






