"ერთად გავუფრთხილდეთ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ყველა წარმატებას"- ჯანელიძის განცხადება ვიზალიბერალიზაციის წლისთავთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 09:35, 28 Mar, 2018     1332
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე განცხადებას ავრცელებს. საგარეო უწყების ხელმძღვანელი იმ სარგებელზე საუბრობს, რაც ვიზალიბერალიზაციამ საქართველოს მოუტანა და მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ყველა ერთად გაუფრთხილდეს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ყველა წარმატებას:

„დღეს, 28 მარტს, ზუსტად ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ უვიზოდ იმგზავრონ ევროკავშირის ქვეყნებში/შენგენის სივრცეში.

უვიზო მიმოსვლის პირობებში ჩვენი მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახდა ის ახალი შესაძლებლობები, რომლებიც უკავშირდება დაუბრკოლებლად მოგზაურობას ევროპის ქვეყნებში. უკვე სახეზე გვაქვს ხელშესახები და კონკრეტული შედეგები სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის ტურიზმის განვითარება, ახალი ბიზნეს-კავშირების გაღრმავება, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურება, პროფესიონალებს შორის ჩამოყალიბებული პარტნიორული კავშირები და ზოგადად, გაღრმავებული ხალხთაშორისი ურთიერთობები. ამ ერთი წლის განმავლობაში, ევროპულ ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა უკვე 250 000-ზე მეტჯერ იქნა გამოყენებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ საქართველო წარმატებით იყენებს უვიზო რეჟიმს.

ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას, ჩვენთვის, პრაქტიკული ასპექტის გარდა უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველო ამ ნაბიჯით კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპულ ოჯახს, ვროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან მოხდა საქართველოს, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორის აღიარება და ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენს ევროპულ მისწრაფებებში.

ვიზალიბერალიზაცია არ გახლავთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის უდიდესი ძალისხმევისა და მასშტაბური რეფორმების შედეგი, არამედ ეს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის - ევროპული მისწრაფების და ამ გზაზე მათი განუხრელი მხარდაჭერის შედეგია.

საქართველო, სავიზო ლიბერალიზაციის შემდეგაც აგრძელებს შესაბამისი ვალდებულებების პირნათლად შესრულებას და რეფორმების გატარებას. გასული წლის 20 დეკემბერს ევროკომისიამ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესაბამისად გამოაქვეყნა პირველი ანგარიში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ. ანგარიში დადებითად აფასებს მთავრობის ძალისხმევას და ხაზს უსვამს, რომ საქართველო აგრძელებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შემდგომ მდგრად იმპლემენტაციას.

საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება უფრთხილდება ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ამ მნიშვნელოვან მონაპოვარს და ყველა ღონეს მიმართავს, რათა ქვეყანამ სრულფასოვნად შეასრულოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული პირობები. მართალია არსებობს ცალკეული გამოწვევები, მაგრამ მჯერა კომპლექსური ღონისძიებებით, ერთიანი მიდგომით და რაც მთავარია ჩვენი საზოგადოების აქტიური მხარდაჭერით ჩვენ დავძლევთ ამ გზაზე არსებულ ყველა გამოწვევას.

საქართველოს ყოველთვის ჰქონდა მკაფიო ხედვა - ჩვენი მომავალი ევროპაშია, ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. საქართველო მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს, რათა მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ის შესაძლებლობები, რასაც მას ევროკავშირითან ასოცირების შეთანხმება და „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ მონაწილეობა სთავაზობს. შედეგად ევროპული დღის წესრიგი ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ საგარეო, არამედ შიდა პოლიტიკის პრიორიტეტადაც იქცა.

მოგეხსენებათ საქართველოს მთავრობა ამჟამად მუშაობს საგზაო რუკაზე, რომლის მიზანია ყველა არსებული მექანიზმისა თუ ინსტრუმენტის გამოყენებით მივაღწიოთ მაქსიმალურ ინტეგრაციას ევროკავშირში.

დასასრულს მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ერთად გავუფრთხილდეთ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ყველა წარმატებას, მათ შორის დავიცვათ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის წესები, მივცეთ საკუთარ თავს შესაძლებლობა, მომავალშიც შეუფერხებლად ვისარგებლოთ ამ სიკეთით და ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.“- აღნიშნულია მიხეილ ჯანელიძის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42