85 წლის მიხეილ ტარიელაძე ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში საკუთარ შვილს, რძალსა და შვილიშვილებს ადანაშაულებს.
მოხუცს რომ დაზიანებები ნამდვილად ჰქონდა, ამას ფოტო და სამედიცინო დასკვნაც ადასტურებს.
შვილის გარდა, მოხუცი ცოლ-ქმარი დეტალურად ყვება, როგორ ძალადობს მათზე რძალი. ტარიელაძეები ამტკიცებენ, რომ შვილის ცოლმა რამდენჯერმე მათ ძვირფასი ნივთების და საკვების მოპარვაც დააბრალა.
მოხუცი ცოლ-ქმარი ამბობს, რომ სოფელში სტუმრად ჩასული ბავშვები დასცინიან და ფიზიკურად უსწორდებიან.
ტარიელაძეებმა ძალადობის ფაქტების შესახებ, მათი მტკიცებით, ჩაქვის პოლიციას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, მოხუცი ცოლ-ქმარი ვარაუდობს, რომ პოლიცია, მოძალადე რძალთან ნათესაური კავშირის გამო, ფაქტებით არ დაინტერესდა.
კურიერთან მშობლების ბრალდებებზე ტარიელაძის შვილი და რძალი არ საუბრობენ. შვილიშვილმა კი სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ მოხუც ცოლ-ქმარს ფსიქიკური პრობლემები აქვთ, ძალადობის ფაქტები კი გამოგონილია.
არსებობს ფოტო და სამედიცინო დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ მოხუცს დაზიანებები ნამდვილად ჰქონდა.
წყარო: rustavi2.ge
მასალის გამოყენების პირობები






