საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი, ეკა მესხიძე რომელიც საჯარო რეესტრის უკევ ყოფილი ხელმძღვანელს პაპუნა უგრეხელიძეს მუქარაში, სქესის ნიშნით და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს , მის განცხადებას პასუხობს. მესხიძე ამბობს, რომ ქმრის გათავისუფლება არაფერ შუაშია და სახალხო დამცველს მიმართა მუქარის გამო. თუმცა, ეს ორი შემთხვევა დროში ერთმანეთს დაემთხვა.
შევიწროების მსხვერპლმა, ეკა მესხიძემ, კურიერთან იმ მესიჯების ნაწილი გაასაჯაროვა, რომელიც სახალხო დამცველის დასკვნაშიც არ მოხვედრილა. მესხიძე ამბობს, რომ პაპუნა უგრეხელიძე მას პერმანენტულად ემუქრებოდა და შეურაცხყოფას აყენებდა. მესხიძე ამტკიცებს, რომ მისი მეუღლის სამსახური კი, რომელიც ასევე საჯარო რეესტრში მუშაობდა, სწორედ მასსა და უგრეხელიძეს შორის არსებულ დაპირისპირებას შეეწირა.
რაც შეეხება პაპუნა უგრეხელიძის განცხადებას იმართან დაკავშირებით, რომ ციყვებით გაფორმებული ტორტი ეკა მესხიძემ აჩუქა, ის ამბობს, რომ უგრეხელიძის დაბადების დღეზე საერთოდ არ ყოფილა. თანამშრომლებმა კი მსგავსი გაფორმებით ტორტი იმიტომ აჩუქეს, რომ ის ქალებს მიმართავდა ასე და ამის გამო გაეხუმრნენ.
ეკა მესხიძის თქმით, ის მზადაა თავისი სიმართლე სასამართლოს გზით დაამტკიცოს.
საჯარო რეესტრის ყოფილი უფროსმა აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა და თანამდებობა დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






