„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას თქმით მთელი ქვეყნის ბიუროკრატია ადმიანებზე ზრუნვის ნაცვლად ერთი ადამიანის ნება-სურვილის გატარებითაა დაკავებული, სწორედ ამიტომ ოპოზიცია ერთიანდება იმისთვის, რომ ყველა მეთოდით წინ აღუდგეს ბიძინა ივანიშვილის ქმედებებს:
„ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს ერთი ადამიანის ნება-სურვილზე მთელი ბიუიროკრატიის საქმიანობა, დილიდან დაღამებამდე. ჩვენ გუშინ სრულიად შემთხვევით შევიტყვეთ, რომ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ხე გამოატანინა ფინანსთა მინისტრს აუქციონზე 7 ათას ლარად. როგორც ჩანს, დენდროთერაპიის მიხედვით ეს ხე მისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ ის მკურნალობს ხეებით და ამიტომ არის ხე ასეთი ძვირფასი. ვინ შეაფასა ან სადაა შეფასების დოკუმენტი? როცა კერძო პირისგან ყიდულობს ხეს 20-30 ათას ლარს არ იშურებს და რადგან სახელმწიფოს კუთვნილ ხეზეა საუბარი 7 ათასად გამოატანინა.
შეიძლება, ეს დღეს ვიღაცას ღიმილს გვრიდეს, მაგრამ ეს ნამდვილი ტრაგედიაა, იმიტომ რომ მთელი ქვეყნის ბიუროკრატია ადმიანებზე ზრუნვის ნაცვლად ერთი ადამიანის ნება-სურვილის გატარებითაა დაკავებული. სადაც მიგვიწვდება ხელი ყველა მეთოდით აღვუდგებით წინ ბიძინა ივანიშვილს. მორჩა, ან ხე ან ადამიანი. ან ბიძინა ივანიშვილი ან ხალხი."- განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან „დმანისის გადარჩენის ფონდში“ შემავალი ოპოზიციიური პარტიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი, ისინი ბათუმში მდებარე ევკალიპტის ხეზე გამოცხადებული აუქციონის შედეგებს ელოდებიან.
აუქციონი დღეს 17 მარტის 18:00 საათზე სრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






