"ჩავერთვებით ყველა აუქციონში, სადაც ივანიშვილის ინტერესებს დავინახავთ, ვაიძულებთ დაემორჩილოს იმ წესებს, რასაც ხალხი ადგენს"- ვაშაძე
პოლიტიკა - 17:24, 27 Mar, 2018     1373
27 მეტრიანი ხის აუქციონში „დმანისის გადარჩენის ფონდი“ მონაწილეობს, რომელიც ოპოზიციური პარტიებმა ცოტა ხნის წინ დააფუძნეს. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, მათი ქმედება „ხალხი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“ კამპანიის ნაწილია და მიზნად ისახავს, რომ წინ აღუდგეს ივანიშვილის მიერ მთელი ქვეყნის ქონების და ბუნების მითვისებას.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პირობას დებს, რომ ფონდი ჩაერთვება ყველა აუქციონში, ყველა საჯარო პროცესში ივანიშვილთან დაკავშირებული პირების ინტერესებს დაინახავენ. ვაშაძის თქმით, ისინი აიძულებენ ხელისუფლებას, რომ დაემორჩილოს იმ წესებს რასაც ხალხი ადგენს:

„ჩვენ ამ კამპანიას დავარქვით ხალხი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ის მავნებლური კამპანია, რომელიც ემსახურება იმას, რომ ყველაფერი ეკუთვნის ერთ კონკრეტულ ადამიანს, ის რომ სახელმწიფო მისი პეროსონალური ინტერესებისთვის მუშაობს - ეს ეპოქა ამ ქვეყანაში უდნა დამთავრდეს და დაიწყოს ნორმალური განვითარება.

შესაბამისად, ამიერიდან ყველა აუქციონში, ყველა საჯარო პროცესში სადაც დავინახავთ ივანიშვილთან დაკავშირებული პირების ინტერესებს, ყველგან ჩავერთვებით აბსოლუტურად.

ყველამ კარგად ვიცით, რომ გადარგვის მიზნით ამ ქვეყანაში ხე მხოლოდ ივანიშვილს შეიძლება უნდოდეს, ხის ფასად გამოცხადებულია 7 ათასი ლარი, მე ვაცხადებ, რომ თუ აუქციონში არავინ შემოვა 7 ათასის გადამხდელი ვარ დღესვე, იმისთვის, რომ ხე ავიღოთ ჩვენ და მოვითხოვთ დარჩეს ადგილზე, დარეგისტრირდეს როგორც ჩვენი საკუთრება.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის არასწორი პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიდის უნდა დამთავრდეს. ჩვენ ვიწყებთ არაძალადობრივი მეთოდით მოძრაობას. ვაიძულებთ ხელისუფლებას დაემორჩილოს იმ წესებს რასაც ხალხი ადგენს. ხალხის ერთიან ძალას ვერავინ მოერევა.“- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან „დმანისის გადარჩენის ფონდში“ შემავალი ოპოზიციიური პარტიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი, ისინი ბათუმში მდებარე ევკალიპტის ხეზე გამოცხადებული აუქციონის შედეგებს ელოდებიან.

აუქციონი დღეს 17 მარტის 18:00 საათზე სრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42