თსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „უკრაინა და საქართველო: დიპლომატიური ურთიერთობების ასწლეული“ გაიმართა
პოლიტიკა - 15:45, 27 Mar, 2018     1445
საერთაშორისო არენაზე უკრაინისა და საქართველოს საერთო გამოწვევებსა და მათი გადალახვის გზებს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 100 წლისთავს ეძღვნება კონფერენცია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „უკრაინა და საქართველო: დიპლომატიური ურთიერთობების ასწლეული“ ორგანიზატორია თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

კონფერენციის გახსნას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი, ქართველი და უკრაინელი პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, საქართველო და უკრაინა ერთნაირი გამოწვევების წინაშე დგანან. „ჩვენი ურთიერთობის ძალიან ვრცელი ჩამონათვალია: ლიტერატურული ურთიერთობა, თანამშრომლობა, სამეცნიერო კონტაქტები, სახალხო დიპლომატია. ჩვენ ერთნაირი გეოპოლიტიკური სიტუაცია გვაქვს, იმ ქვეყანათა ჯგუფში ვართ, რომელსაც ბოლო პერიოდში დიდი პრობლემები შეექმნა. ასე, რომ ძალიან საინტერესო კონფერენცია იქნება,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ განაცხადა, რომ უკრაინასთან თანამშრომლობისთვის რამდენიმე მექანიზმია შექმნილი. „უკრაინის მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ცენტრი რუსთველის სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობს. ჰორიზონტი 2020 -ის ფარგლებში საქართველოში ქართველ და უკრაინელ მეცნიერებს ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელება შეუძლიათ,“ - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ.

უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა იმედი გამოთქვა, რომ კონფერენცია საქართველოსა და უკრაინას შორის ისტორიულად არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს. „ჩვენ ორ ერს ყოველთვის გვინდოდა დემოკრატიული და დამოუკიდებელი ქვეყნის შექმნა და ჩვენ ეს შევძელით. მე ნამდვილად ამაყი ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ვატარებთ ამ კონფერენციას. იმედი მაქვს, ეს ღონისძიება მხარს დაუჭერს ქართველ და უკრაინელ მეცნიერებს შორის კონტაქტების გამყარებას,“ - განაცხადა ელჩმა.

კონფერენცია „უკრაინა და საქართველო: დიპლომატიური ურთიერთობების ასწლეული“ ორ დღეს გაგრძელდება. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება სხდომები თემებზე: კულტურული დიპლომატია, უკრაინულ-ქართული ურთიერთობების შესწავლის ისტორიული წყაროები, საქართველო-უკრაინის საერტო გამოწვევები საერთაშორისო ასპარეზზე და მატი მოგვარების გზები და სხვა.

კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში უკრაინის საელჩოს, უკრაინის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის, დიპლომატიური და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სამეცნიერო საზოგადოების, უცხოეთის წარმომადგენლობათა მომსახურების გენერალური დირექციის ორგანიზებით იმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42