"გენგეგმის განხილვა ღია იყო და მასში მონაწილეობა ნებისმიერ პირს შეეძლო" - კახა კალაძე ოპოზიციას
პოლიტიკა - 15:43, 27 Mar, 2018     1331
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა სხვადასხვა ეტაპზე ღია იყო, სადაც საკუთარი შენიშვნების წარდგენა და დეტალური ინფორმაციის მიღება ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გენგეგმის საჯარო განხილვის დროს, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, გენერალურ გეგმასთან დაკავშირებული შენიშვნების გამოთქმა ყველა მოქალაქეს შეეძლო.

„ჩვენი მხრიდან გაცხადებული იყო, რომ დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს საჯარო განხილვაში მონაწილეობა შეეძლო. მერიის კარი ღია იყო და კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ყოფილა. თქვენ შეგეძლოთ, გენგეგმაზე მიგეღოთ დეტალური ინფორმაცია, ინდივიდუალურად მოსაწვევს ვერ გამოგიგზავნიდით“, - მიმართა კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს.

მისივე თქმით, ქალაქის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის განხილვის პროცესში ჩართულ პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ.

„როდესაც ვსაუბრობთ ქალაქის გრძელვადიან განვითარებაზე და ქალაქის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი უნდა მივიღოთ, სადღეგრძელოებით და ლექსებით საუბარი პოლიტიკოსების მხრიდან არასწორია. ხვალ კიდევ გვექნება შეხვედრები სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთან, ექსპერტებთან, ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებასაც ამის შესაბამისად მივიღებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42