ჟენევის 43-ე რაუნდი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ხელშეკრულება, რომელზეც ჟენევაშია საუბარი, საქართველოს პროგრესს შეაფერხებს.
მისივე თქმით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღარ განიხილავს იმ ფაქტს, რომ დღის წესრიგში აღარ იყოს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულება:
„ეს ხელშეკრულება, რომელზეც დღეს საუბრობენ ჟენევაში, ჩვენი აზრით მხოლოდ შეაფერხებს პროგრესს. როგორც ჩანს დღეს საგარეო უწყება აღარ განიხილავს იმას, რომ აღარ იყოს დღის წესრიგში რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულება, მათ შორის იმ ცანაწერის საფუძველზეც, რომელიც წინა კვირას მიღებულ რეზოლუციაში ჩაიდო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნის შედეგად“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






