„დამიძახეს ბოზი თქვენმა წარმომადგენლებმა. ან მომცემთ სიტყვას, ან დავტოვებ შეხვედრას“- განაცხადა ხოშტარიამ შეხვედრის მიმდინარეობისას.
„მოვიდა შაქარაშვილი, საკრებულოს წარმომადგენელი და მომაყენა შეირაცხყოფა - მიწოდა ბოზი, და დაიწყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა“ - უთხრა ხოშტარიამ ჟურნალისტებს.
აღნიშნული კომენტარის შემეგ, ხოშტარია ომხდარს სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა:
"დღეს მიმიწვიეს მერიიდან ბილტმორში გენგეგმის განხილვაზე. მივედი გულუბრყვილო ინტერესით, რომ მოვისმენდი ბოლო ბოლო ქალაქის გეგმა რა არის. შეხვედრაზე, რომელსაც ასამდე ადამიანი ესწრებოდა მერიამ მოაწყო გენგეგმის ჯგუფის საჯარო სასამართლო, თან სრულიად დაუსაბუთებელი. ამდენი ადამიანი ვისხედით და ვუსმენდით თავისივე დაქირავებულ ჯგუფთან, რომელსაც ჩვენ ვუხდით ფულს გარჩევებს.
როდესაც მოვითხოვე სიტყვა და დავიწყე მერიის კრიტიკა ქალაქის მერმა გამაწყვეტინა სიტყვა, ორ ხმაში ლაპარაკობდა ჩემთან ერთად, უბრალოდ ძალაზე იყონდა არ გაჩერდა. მერე დაიძაბა ვითარება და საკრებულოს წევრმა შაქარაშვილმა მომაყენა შეურაცხყოფა- ლამაზი ბოზი, მგონინესე ჟღერდა. მე ვეცადე ფიზიკური ჩხუბი არ მომხდარიყო და ვაშველებდი 'კაცებს'. მერე ისევ ავიღე სიტყვა და ისევ შემაწყვეტინეს და ცხადია პროტესტის ნიშნად დავტოვე შეხვედრა.
ეს არის ქალაქის მმართველობის დამოდკიდებულება ქალაქის მიმართ და კრიტიკის მიმართ. სამწუხროა
Ps შაქარაშვილმა პირად ფოსტაში მომწერა თქვენთქვის არ მითქვამს ბოზიო, თუ ესე აღიქვით ბოდიშიო. მაინც ვერ მიხვდა რაშია პრობლემა..."- წერს დეპუტატი.
ბოლო ინფორმაციით, ხმაურისა და დაპირისპირების გამო თბილისის გენერალური გეგმის განხილვა, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარეობდა ჩაიშალა.
მასალის გამოყენების პირობები






