"გენერალურ გეგმაში გამქრალია უკვე არსებული კვარტალური გამწვანებები" - ილია ელოშვილი
პოლიტიკა - 14:14, 27 Mar, 2018     994
თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განმარტებით, კომპანია „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებულ თბილისის მიწასთსარგებლობის გენერალურ გეგმაში კერძო საკუთრებები არ არის გათვალისწინებული და უკვე არსებული კვარტალური გამწვანებები გამქრალია.

ამის შესახებ ილია ელოშვილმა გენერალური გეგმის საჯარო განხილვის დროს განაცხადა, სადაც „სითი ინსტიტუტის“ მიმართ არსებულ შენიშვნებზე დეტალურად ისაუბრა.

მისი თქმით, კომპანიის მიერ შემოთავაზებულ გეგმაში უგულვებელყოფილია რეალობა. კერძოდ, არ არის გათვალისწინებული უკვე არსებული შენობების დიდი ნაწილი, ასევე, მთელი ქალაქის მასშტაბით გამქრალია უკვე არსებული კვარტალური გამწვანებები და მათ ადგილს განაშენიანების კოეფიციენტები ადევს.

„რაც უფრო ზუსტია გენგეგმა, მით უფრო სწორ ინფორმაციას ასახავს ის დედაქალაქის მდგომარეობის შესახებ, ასევე, მით უფრო სწორად გამოყენებადია ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქისთვის. დავალება, რაც მერიის მხრიდან კომპანიისთვის იყო მიცემული, არსებული გენერალური გეგმის განახლებაა. თუ საუბარია ქალაქის ირგვლივ და მის პერიფერიებზე საკრეკრეაციო და მწვანე უბნებზე, ძირითადი მატება სატყეო ნაწილიდან გამომდინარეა, რაც კარგია და რეჟიმებს ამკაცრებს. რაც შეეხება საკუთრების კუთხით არსებულ მდგომარეობას, აღნიშნული მიმართულება შესასწავლია“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

მისივე თქმით, ქალაქის ტერიტორიაზე მთლიანად იგნორირებულია და წაშლილია მწვანე არეალები, რომელთან დაკავშირებითაც, კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი ნებისმიერი არგუმენტი თბილისის მერიისთვის მიუღებელია.

„ნებისმიერი არგუმენტაცია, რაც ამ ქმედების მიღმა დგას, ჩვენთვის მიუღებელია. თუ საუბარია გენერალური გეგმის განახლებაზე, ის რაც გვქონდა, მინიმუმ უნდა დარჩენილიყო და მისი იდენტიფიკაცია მომხდარიყო. აღნიშნული დოკუმენტის მიღების შემთხვევაში, ნებისმიერ ინვესტორს, რომელიც მას დახედავს, უჩნდება განცდა, რომ მშენებლობა შეუძლია ყველგან. მეორე ვარიანტი კი, რასაც ჯგუფი გვთავაზობს, ინვენტარიზაციის თავიდან ჩატარებაა, ანუ მშენებლობა დაეფუძნოს მწვანე არეალს და არა პირიქით, მშენებლობას დაეფუძნოს მწვანე არეალი. ასე რომ ხდებოდა, ცუდი იყო და ამ შემოთავაზებას გაუარესებისკენ მივყავართ“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42