თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებისათვის სანქციები მკაცრდება - პარლამენტში კანონის ინიცირება მოხდა
პოლიტიკა - 13:58, 27 Mar, 2018     1254
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილები შედის. კანონპროექტის მიხედვით, რომლის ინიციატორიც უმრავლესობაა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა), იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი 1000 ლარიან ჯარიმას (ნაცვლად 500 ლარისა).
ასევე, იერსახის დამახინჯებად განიხილება სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით (ნაცვლად 500 ლარისა), ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევ დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით (ნაცვლად 1000 ლარისა).

აღნიშნული სამართალდარღვევები დღესაც მოქმედებს მოქმედი კოდექსის მიხედვით, თუმცა ის მუხლი ეხება ზოგადად ყველა ტერიტორიას. წარმოდგენილი მუხლი 10 კი ცალკე დაარეგულირებს მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩადენილ აღნიშნულ სამართალდარღვევებისათვის სანქციების საკითხს.

ამასთანავე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის თვითნებური შეცვლა, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ფერის შეცვლა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით (ნაცვლად 200 ლარისა)

დასჯადი ქმედება ხდება არამარტო ქ. თბილისის ტერიტორიაზე ეზოების, სკვერების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრა, არამედ მათი დაზიანებაც. ამით, უბრალოდ მოხდება სამართალდარღვევის სახის დაზუსტება, რადგან დაზიანება არ იყო პირდაპირ მითითებული მოცემულ მუხლში, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევდა გაუგებრობას პრაქტიკაში. ამავე, ცვლილებით იზრდება ჯარიმის ოდენობებიც: ფიზიკური პირის შემთხვევაში 500 ლარიანი ჯარიმა ორმაგდება (ხდება 1000 ლარი), იურიდიული პირის შემთხვევაში კი 2000 ლარიანი ჯარიმა იზრდება 3000 ლარამდე. მკაცრდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დამცავ ზონაში ზემოხსენებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობაც: ფიზიკური პირის შემთხვევაში 1000 ლარიანი ჯარიმა ორმაგდება (ხდება 2000 ლარი), იურიდიული პირის შემთხვევაში კი 4000 ლარიანი ჯარიმა იზრდება 6000 ლარამდე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42