„ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ოპოზიციამ პოლიტიკური ბრძოლა სამართლებრივ სიპრტყეზე გადაიტანა:
„შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად უცნაური ფორმაა რასაც მიმართა ოპოზიციამ ბოლო პერიოდში, პოლიტიკური ბრძოლა გარკვეულ სამართლებრივ სიბრტყეზე გადავიტანეთ, ამის ერთადერთი გზავნილი არის - არც ერთ ადამიანს, რა ფინანსებსაც არ უნდა ფლობდეს, არ აქვს უფლება, ქართული სახელმწიფოს რესურსი გამოიყენოს ისე, როგორც მას სურს, ისე, რომ იგნორირება გაუკეთოს ქართულ საზოგადოებას, ქართულ ინსტიტუტებს. სწორედ ამიტომ ჩვენ ვცდილობთ აღნიშნულ საკითხზე ქართული საზოგადოების ყურადღება მივაქციოთ და ამისთვის ვიყენებთ არა ქუჩაში ქვების სროლას, არამედ იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რაც არსებობს. გამოიტანეს აუქციონზ ხე თუ საბადო და ვცდილობთ გამოვიყენოთ ის ბერკეტი რასაც ჰქვია სამართალი, კონსტიტუცია და სამართლებრივი სივრცე“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






