ცნობილია, რომ კონსულტაციების ორივე დღეს საუბარი ძალის არგამოყენებისსაკითხს შეეხება, რომელზეც მუშაობა უკვე 6 წელია მიმდინარეობს.
დონდუა განმარტავს, რომ განცხადებას, ოკუპირებული რეჟიმის რაიმე სახის ლეგიტიმაციასთან და მათ მხარეებად წარმოჩენასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
მისი თქმით, საგარეო სამეთა მინისტრის მოადგილე რუსეთმა შეთანხმება უნდა შეასრულოს.
„ამ განცხადებაში მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ რუსეთის ადასტურებს თავის ვალდებულებას საქართველოს წინააღმდეგ ძალის არ გამოყენებასთან დაკავშირებით. საფრთხეს რაც შეეხება, ჩვენ საფრთხის თვალსაზრისით კი არა შესაძლებლობების თვალსაზრისით ვუყურებთ ამ დოკუმენტს. ეს დოკუმენტი იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუ ჩვენ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ეს წაადგება იმ პროცესს, რასაც ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება,“-განაცხადა დავით დონდუამ.
მასალის გამოყენების პირობები






