„ჩვენ დავაყენებთ საკითხს, რომელიც ეხება ლევან გაჩეჩილაძისთვის 30 ათასი ლარის გადაცემას. ანუ მილიონერმა მერმა მილიონერ გაჩეჩილაძეს ბიუჯეტიდან გადაურიცხა 30 ათასი ლარი. ასევე მნიშვნელოვანია სარევიზიო კომისიის სხდომაზე განვიხილოთ ჩვენ საკითხი, რომელიც ეხება საჯაროობას. სარევიზიო ფონდი ფაქტობრივად უპრაგონოდ იხარჯება, არავინ არ იცის სად მიდის ეს თანხები,“-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
საკრებულოს უმრავლესობაში კი თანხის ხარჯვის მიზნობრიობას ეჭვქვეშ არ აყენებენ.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად ვერ დავადასტურებ, რომ არამიზნობრივად მოხდა თანხების დახარჯვა, თუმცა შესყიდვებთან დაკავშირებით გვაქვს შენიშვნები, ეს შენიშვნები არის სარეკომენდაციო ხასიათის. ამ რეკომენდაციებს გადავუგზავნით ორგანიზაციებს და გადავუგზავნით თბილისის მერიის აუდიტის სამსახურს,“-აცხადებს რიმა ბერაძე.
მერიის სარეზერვო ფონდი სამი მილიონი ლარია.
მასალის გამოყენების პირობები






