"საქართველოსა და ისრაელის კარგი ურთიერთობების წყალობით, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას შევძლებთ" - კოენი
პოლიტიკა - 18:02, 26 Mar, 2018     1320
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრ ელი კოენს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ორმხრივი კავშირების განვითარების ძირითადი მიმართულებები. მხარეები საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდაზე შეთანხმდნენ.

ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრმა გამართულ შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა და ორ ქვეყანას შორის კარგ და ახლო მეგობრობას გაუსვა ხაზი.

ელი კოენის თქმით, საქართველო და ისრაელი არა ერთმანეთის კონკურენტები, არამედ კარგი და ახლო მეგობრები არიან, რომლებიც გვერდში უდგანან ერთმანეთს.

„შეხვედრაზე ჩვენ დავისახეთ სტრატეგიული მიზნები, რათა გავაძლიეროთ ეკონომიკური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნიდან ტურისტების ნომერი სულ უფრო იზრდება, მაგრამ გვინდა, უფრო მეტი ექსპორტ-იმპორტი ვიხილოთ. ჩვენი მიზანია, ხუთ წელიწადში სავაჭრო ბრუნვის 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდა. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ამ მიზნის მიღწევა იმ ახლო მეგობრობისა და კარგი ეკონომიკური ურთიერთობების წყალობით, რაც ჩვენს ქვეყნებს აქვთ“, - განაცხადა ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრმა ელი კოენმა.

ისრაელში ვიზიტის ყოფნისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თავისი კოლეგა საქართველოში მოიპატიჟა. ელის კოენი, საქართველოს, სავარაუდოდ, 10 მაისს ეწვევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42