„შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია“ - ანა ნაცვლიშვილი
პოლიტიკა - 15:10, 26 Mar, 2018     1260

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი კიდევ ერთი მაღაროელის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია.

"ფაქტობრივად, კვირა არ გავა ისე, რომ ჩვენ არ მოვისმინოთ ახალი შემზარავი ისტორია სამუშაო ადგილზე ადამიანის დაღუპვის შესახებ. შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს ასეთ მძიმე ვითარებას სამუშაო ადგილებზე, როდესაც ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ადამიანის უსაფრთხოების თემა, ეს არის სიკვდილ - სიცოცხლის თემა", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი განცხადებით, წინა კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს "შრომის უსაფრთხოების შესახებ" და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ პროცესის დასაწყისი უნდა იყოს.

"სანამ კანონი ძალაში შევა და სანამ ის შეძლებს სამუშაო ადგილებზე ინსპექტირებით ხელი შეუწყოს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვას, აუცილებელია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე, ჩატარდეს სწრაფი, მიუკერძოებელი და დროული გამოძიება. ჩვენ მივადევნებთ თვალს გამოძიების შედეგებს, თუმცა არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, მაინცადამაინც მაღალი მოლოდინი სამწუხაროდ, საზოგადოებაშიც არ არსებობს", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ასევე, ამ შემთხვევაზე ისევე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაზე, აუცილებელია, უკვე არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება.

"პროფკავშირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ამ მაღაროში საერთოდ საშიშია მუშაობა და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დამსაქმებელი ვალდებულია, რომ მან ყველა გონივრული ზომა მიიღოს იმისთვის, რომ სხვა მუშების უსაფრთხოება და სიცოცხლე არ დადგეს რისკის ქვეშ", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42