აგარის შაქრის კომპანიის დამფუძნებლის წარმომადგენელი, ნიკოლოზ ნათბილაძე ყოფილ თანამშრომლებს მოალაპარაკებას სთავაზობს
პოლიტიკა - 14:57, 26 Mar, 2018     2056
აგარის შაქრის კომპანიის ადმინისტრაცია ქარხნის ყოფილ თანამშრომლებს მოალაპარაკების ფორმატის შეცვლას სთავაზობს.

„მე გთავაზობთ, რომ ქუჩის აქციები გადავიტანოთ კაბინეტში; დავსხდეთ, ვისაუბროთ და ერთად მოვძებნოთ გამოსავალი" - ამის შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „რეალურ სივრცეში“ ნიკოლოზ ნათბილაძემ განაცხადა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობასა და ყოფილ თანამშრომლებს საერთო ინტერესი და პრობელმა აქვთ, რაც არა რადიკალური მეთოდებით, არამედ მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის გზით უნდა მოგვარდეს.

მისი მტკიცებით, აგარის შაქრის კომპანიის ერთადერთი ინტერესია ამუშავდეს ქარხანა და მზად არის, ინვესტიცია კიდევ განახორციელოს:

„ჩვენ მზად ვართ ინვესტიციებისთვის, იმისთვის, რომ ისევ შევიძინოთ ნედლეული, როდესაც დასტაბილურდება ეს ფასთა სხვაობა ევროპულ შაქარსა და ნედლეულს შორის. ჩვენი კარი არ არის არასოდეს დაკეტილი და ღია მოლაპარაკებებისთვის ვართ მზად. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისევ ერთად ვიმუშავებთ, გავხსნით ქარხანას. მიოლიონობით ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული ამ ქარხანაში და არავინ არ აპირებს, დახუროს და სამუდამოდ დააკონსერვოს. მე გთავაზობთ, რომ ქუჩის აქციები გადავიტანოთ კაბინეტში; დავსხდეთ, ვისაუბროთ და ერთად მოვძენბოთ გამოსავალი. შემოიყვანეთ ექსპერტები, პროცესი იყოს ომბუდსმენის მონიტორინგის ქვეშ. თუნდაც, არასამთავრობოები ჩაერთონ და მათი მეშვეობით ხდებოდეს მოლაპარაკება. ვანახოთ მოსახლეობას, რომ იგივე პრობლემა, რაც თქვენ გაქვთ, ეს არის ჩვენი პრობლემა,“ - აცხადებს ნათბილაძე.

გადაცემა „რეალურ სივრცეში“ აგარის შაქრის კომპანიის წარმომადგენელმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია შაქრის ქარხნის ბიტკოინებით ჩანაცვლების შესახებ. მისი განმარტებით, კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებთა არენდატორთან. იგეგმებოდა მიწის გაქირავება დაცულ ტერიტორიაზე ელექტრო ენერგიის წვდომით, რომელიც ქარხნის ამუშავების პროცესს არაფრით ხელს არ უშლიდა. თუმცა, მისი მტკიცებით, ეს ქარხნის ნაცვლად კრიპტოვალურის წარმოებას არ გულისხმობდა. ნიკოლოზ ნათბილაძის განცხადებით, საბოლოოდ მოლაპარაკება არ შედგა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42