„ამ შემთხვევაში, უმცირესობას კანონით განსაზღვრული საკუთარი კვოტა აქვს და სავალდებულოა, რომ უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატებს სამეურვეო საბჭოში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეთ. ჩვენ ნინია კაკაბაძის კანდიდატურა შევარჩიეთ, რომელმაც საკონკურსო კომისიაში, განსხვავებული დამოკიდებულებების მიუხედავად, ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა. მან თავისი პროფესიონალიზმის მიხედვით ძალიან მაღალი ქულა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ნინია კაკაბაძე წინა და მოქმედი ხელისუფლებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანია, ჩვენ მის კანდიდატურაზე შევჩერდით, როგორც ერთ-ერთ ყველაზე პროფესიონალ ადამიანზე.პრინციპულად, კიდევ ერთხელ წარვადგენთ ნინია კაკაბაძის კანდიდატურას და ვაძლევთ შანსს, არ ჩააგდონ კანდიდატურა. ოპოზიცია არ უნდა ეძებდეს კანდიდატს, რომელიც ხელისუფლებას მოეწონება. პრინციპის საკითხია, რომ უმრავლესობამ პატივი სცეს ოპოზიციის კანდიდატს”- განაცხადა ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






