სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კანონი დაარღვია - საია პროკურატურას ფაქტის გამოძიებას მოუწოდებს
პოლიტიკა - 13:17, 26 Mar, 2018     1960
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის მიერ დაირღვა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

"15 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ გაავრცელა საჯარო განცხადება თანამდებობის დატოვების თაობაზე, რაც, მისი თქმით განპირობებული იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის მიერ მასზე ზეწოლის განხორციელების გამო. თამარ ბაგრატიას განცხადებით, მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ჯერ სთხოვა, ხოლო შემდეგ კატეგორიულად მოსთხოვა კონკრეტული პირის - თემურ მთივლიშვილის (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი) დანიშვნა.

"თამარ ბაგრატია განცხადებაში უთითებს, რომ მინისტრის მოადგილე სსიპ-ის მოადგილის თანამდებობაზე კონკრეტული პირის დანიშვნას სთხოვდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 7 დეკემბერს შესული ცვლილებების მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად „ამ მუხლის პირველ−მე-6 პუნქტებში აღნიშნულმა უფლებამონაცვლე სამინისტროებმა და მათ სისტემაში შემავალმა დაწესებულებებმა უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში და მათ სისტემაში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოსამსახურეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.“

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მუხლის რეგულირების ქვეშ არ ექცევა სსიპ-ის ხელმძღვანელისა და მოადგილის თანამდებობა მათი სამართლებრივი სტატუსისა და შერჩევის სპეციალური წესის გათვალისწინებით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სსიპ-ის ხელმძღვანელი და მოადგილე არის სახელმწიფო მოსამსახურე და არა საჯარო მოსამსახურე. შესაბამისად, პროფესიული საჯარო მოხელის (აუდიტის სამსახურის უფროსის) გადაყვანა სახელმწიფო მოსამსახურის (სსიპ-ის მოადგილის) თანამდებობაზე არ შეიძლება მიჩნეული იყოს „შესაბამის თანამდებობაზე“ გადაყვანად, რაც მოცემულ შემთხვევაში კანონის ძირითადი მოთხოვნა იყო. გარდა ამისა, სსიპ-ის ხელმძღვანელისა და მოადგილის შერჩევა ხდება გამარტივებული კონკურსის წესით, რაც განსხვავდება პროფესიული საჯარო მოსამსახურის შერჩევის წესისგან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო დაწესებულებებმა სსიპ-ის ხელმძღვანელისა და მოადგილის შერჩევისას იმოქმედონ კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური შერჩევის წესის საფუძველზე და ერთპიროვნულად და უკონკურსოდ არ დანიშნონ აღნიშნული თანამდებობის პირები.

აღნიშნული შემთხვევის ანალიზი ცხადყოფს, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ქმედებებში იკვეთება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების დარღვევა და ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, საჯარო სამსახურის ბიურო და საქართველოს პროკურატურა დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და სრულყოფილად გამოიკვლიონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ სსიპ-ში განვითარებული მოვლენები.

საია განაგრძობს საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგს და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გამოითხოვს დამატებით ინფორმაციებს საჯარო დაწესებულებებიდან" - აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42