ბიზნესომბუდსმენი აგარის შაქრის ქარხნის ყოფილ თანამშრომლებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 11:22, 26 Mar, 2018     1231
ბიზნესომბუდსმენი აგარის შაქრის ქარხნის ყოფილ თანამშრომლებს: „როდესაც საუბარია საკუთრების ჩამორთმევაზე, ასეთი განცხადებები დამერწმუნეთ , მხოლოდ და მხოლოდ უმუშევრობს გაზრდის ქვეყანაში

ბიზნესომბუდსმენის აპარატი მზად არის, „აგარის შაქრის კომპანიასთან“ დაკავშირებულ პრობლემებს დეტალურად გაეცნოს და მხარეებს გამოსავლის მოძებნაში დაეხმაროს. ამის შესახებ ირაკლი ლექვინაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „რეალური სივრცის“ სტუმრობისას განაცხადა. ირაკლი ლექვინაძის მტკიცებით, მისთვის გასაგებია აგარის შაქრის ქარხნის ყოფილი თანამშრომლების მოთხოვნები, თუმცა მისაღებია კომპანიის ადმინისტრაციის პოზიციაც. ბიზნესომბუდსმენი ფიქრობს, რომ პრობლემა გლობალურია და დიალოგი მისი მოგვარების ერთადერთი გზაა. მისივე თქმით, ობმუდსმენის აპარატს ჰქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთანაც და აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს უწყებასთან.

„აბსოლუტურად გასაგებია კომპანიის პოზიცია. როდესაც იცვლება სურათი ბაზარზე, როდესაც ხდება გარკვეული გარემოებების ცვლილება, ბუნებრივია, კომპანია უნდა გადაეწყოს, ან, სხვა შემთხვევაში, გაჩერდეს. ის რეჟიმი, რაც ახლა არის, თუ გაჩერდება რამდენიმე თვის შემდეგ, ზუსტად ამ არაკონკურენტული პირობების გამო დასაქმებულებისთვის რეალურად ვითარება არ შეიცვლება. რესურსები გამოსანახია. მე კონკრეტულად გამიჭირდება რამე გითხრათ, იმიტომ რომ თვითონ სამინისტროს პოზიციაა აქ ძალიან მნიშვნელოვანი. მე მქონდა გარკვეული კომუნიკაცია ამ მიმართულებით და ვმუშაობთ. დამერწმუნეთ ახლა მარტივი არ არის, ეს არის ერთი მთლიანი გლობალური შეთანხმება და იქ რაიმე ცვლილების შეტანა შეიძლება დიდ სირთულეებთან და დიდ დროსთან იყოს დაკავშირებული,“ - აცხადებს ლექვინაძე.

ბიზნესომბუდსმენი აგარის შაქრის ქარხნის ყოფილ თანამშრომლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სიტუაციის დაძაბვისგან და მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას, რადგან, ლექვინაძის მტკიცებით, დიალოგი პრობლემის გადაჭრის საუკეთესო მეთოდია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42