„პალატის ზოგიერთი წევრის აფხაზეთში ვიზიტი კერძო ხასიათის იყო“ - იორდანიის ხელისუფლება განმარტებას აკეთებს
პოლიტიკა - 11:02, 26 Mar, 2018     1559
იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის წერილი ირაკლი კობახიძეს, რომელშიც ნათქვამია, რომ წარმომადგენლობითი პალატის ზოგიერთი წევრის მიერ აფხაზეთში ბოლოდროინდელ ვიზიტი კერძო ვიზიტი იყო:

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარევ, ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ და უდიდესი მადლიერება გამოვხატო თქვენი ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისაკენ და მსურს, გისურვოთ წარმატება თქვენს საქმიანობაში.

ამ დადებით ფონზე, მსურს გამოვყო რამდენიმე საკითხი:

1. თქვენი ბოლოდროინდელი ვიზიტი იორდანიის ჰაშემიტურ სახელმწიფოში ერთობ წარმატებული იყო ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი კავშირების გამყარების მხრივ;

2. ჩვენ კარგად მოგვეხსენება თქვენს რეგიონში არსებული პოლიტიკური საკითხები და მათი გავლენა საერთაშორისო დონეზე;

3. წარმომადგენლობითი პალატა ვერ აუკრძალავს თავის წევრებს მსოფლიოს რომელიმე ნაწილის მონახულებას.

4. წარმომადგენლობითი პალატის ზოგიერთი წევრის მიერ აფხაზეთში ბოლოდროინდელ ვიზიტთან დაკავშრებით, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს იყო კერძო ვიზიტი და რომ იგი არ ასახავს იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც შეესაბამება იორდანიის ჰაშემიტური სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას აფხაზეთთან დაკავშირებით, რომელიც გამოხატავს პატივისცემას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

და ბოლოს, გსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისათვის საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც დიდი იმედი გვაქვს, რომ ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და დიალოგის დამყარებას, და ასევე უზრუნველყოფს მუდმივ მხარდაჭერას ორმხრივი ურთიერთობებისათვის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა და გაცვლითი ვიზიტები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება მომავალში”, - ნათქვამია წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42