„თითქოს ტერორისტი იყო და აშშ-ის თანამონაწილეობით დივერსიული აქტი უნდა მოეწყო“ - ტატუნაშვილის დედის სკანდალური ინტერვიუ
პოლიტიკა - 11:42, 26 Mar, 2018     3650
საოკუპაციო რეჟიმის მიერ სასტიკად ნაწამები ქართველი სამხედროს დედა, რუსუდან ტატუნაშვილი დუმილს არღვევს.

მისი თქმით, არჩილი სასტიკად იყო ნაწამები და დაზიანებები, თითქმის, მთელ სხეულზე აღენიშნებოდა.

გმირი სამხედროს დედა, "იმედის კვირას" ცხნვალის ციხეში მისი შვილის წამების დეტალებს უყვება.

რუსუდან ტატუნაშვილის, ინფორმაციით, გატაცებულ ტატუნაშვილს აიძულებდნენ ეღიარებინა, რომ რუსეთს არჩევნების წინ, საქართველოს დავალებით, დივერსიის მოწყობას გეგმავდა. საქმეში კი ამერიკის შეერთებული შტატებიც იყო ჩართული.

“ვითომ დივერსიული აქტის მოწყობას ცდილობდა, თითქოს ტერორისტი იყო და რაღაც დაჯგუფების წევრი იყო და თითქოს წინასაარჩევნოდ დივერსია უნდა მოიწყო, რომ ჩაეშალა პუტინის არჩევნები. თხოვნდენ აღიარებას, რომ საქართვეოს მხრიდან იყო შემოგზავნილი და ამ საქმეში თანამონაწილე შეერთებული შტატებიც იყო.

მას შემდეგ, რაც არ აღიარა, სამაჩაბლოს რუქა შეუტანეს, წინ დაუდეს და უთხრეს: თქვი, რომ ეს ცხინვალიაო, სამხრეთ ოსეთიაო... - სამხრეთ ოსეთი არასდროს ყოფილა და არც იქნებაო, ასე უთქვამს ჩემს შვილს. მეორე მიუტანეს დროშა, ეს მაგათი წამების წესია, დაუდეს დროშა ფეხქვეშ და უთხრეს, ფეხით შედექიო. ჩემი შვილი გმირი იყო, ვაჟკაცურად იცხოვრა და ესეთ რამეს არსდროს გააკეთებდა - ნაძრახ სიცოცხლეს სახელოვანი სიკვდილი არჩია“ - აცხადებს გმირი სამხედროს დედა.

რუსუდან ტატუნაშვილი ამბობს, რომ მან საკუთარი თვალით ნახა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა:

"თითები სულ დაჩეჩქვილი ჰქონდა, დანაყული - ლურსმანი ჰქონდა ჩარტყმული თუ არ ვიცი რა... ტყვია ჰქონდა მარჯვენა მხრიდან ნასროლი და ყურში იყო გავლილი... წვივებიც დაგლეჯილი ჰქონდა, ეტყობა დაჩოქება უნდოდათ თუმცა ჩემი შვილი ვერ დააჩოქეს... ხელის გულები ჰქონდა დამწვარი, თითებში რკინები ჰქონდა. სახეზეც რა თქმა უნდა დაზიანებები აღენიშნებოდა, მაკიაჟით ჰქონდა დაფარული", - ამბობს არჩილ ტატუნაშვილის დედა.

მისი თქმით, მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ რუსეთი ოკუპანტია, პუტინი კი მკვლელი.

„მთელი საქართველო გვერდში დამდგა და ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს ჩემი შვილის ხელები და დაიჯერონ, რომ რუსი არის ოკუპანტი, პუტინი კი მკვლელია... მინდა ჩემი შვილი ოკუპაციის ბოლო მსხვერპლი იყოს. გაერთიანდეს და გაძლიერდეს საქართველო, როგორც ეს ჩემს შვილს უნდოდა, რაზეც არჩილი ოცნებობდა"- აღნიშნა ტატუნასვილმა.

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სრული სამხედრო პატივით დაკრძალეს.

პრეზიდენტმა ღირსეული სიცოცხლისა და მოწამეობრივი სიკვდილისთვის არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

35 წლის სამხედრო, მიმდინარე წლის 22 თებერვალს, ახალგორში, ორ სხვა ქართველთან ერთად, დააკავეს. მომდევნო დღეს კი, საოკუპაციო რეჟმმა ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი ირწმუნებოდა, რომ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

კიდევ უფრო ცინიკური იყო მარიონეტული რეჟიმის შეფასება, რომ ტატუნაშვილი „ოსი ხალხის გენოციდთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი და ქართული სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა“.

26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42