„ჩვენი ვალია, თბილისს, კიევსა და კიშინიოვს ოცნებები ავუხდინოთ“ - ანდერს ფოგ რასმუსენი
პოლიტიკა - 11:00, 26 Mar, 2018     3551
ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ არსებობს რამდენიმე მთავარი ფაქტორი, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციას აბრკოლებს:

„არსებობს რამდენიმე მთავარი ფაქორი, რაც აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციას აბრკოლებს.

პირველი - რა თქმა უნდა, რუსეთია, რომელიც დაინტერესებულია ამ ინტეგრაციის პარალიზებით და თავის გარშემო ბუფერული ქვეყნების შექმნით, რომელთაც მოსკოვი საკუთარი გავლენის სფეროდ აქცევს. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითია რუსეთის მიერ შექმნილი კონფლიქტები ამ ქვეყანაშ.

მეორე - დემოკრატიული პროცესები უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. უახლოესი ორი წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი არჩევნები ჩატარდება და თუ ევროპაში ხშირად გვესმის საუბარი უკრაინით ან საქართველოში ბრიუსელის გადაღლილობაზე, დამიჯერეთ, ეს ქვეყნებიც საკმაოდ გადაიღალნენ ევროკავშირით და ამ გადაღლილობამ ძალიან ცუდ დროს მოგვიწია.

მესამე - ჯეროვნად არ ვაფასებთ იმ რეფორმებს, რომლებსაც ეს ქვეყნები ატარებენ. ადვილია ნახევრად სავსე ჭიქაზე საუბარი, მაგრამ, მოდი, ვნახოთ, რას მიაღწიეს მათ - ეს არის რეფორმები, რომელთა რეალიზება ევროპის მთავრობების უმრავლესობას ჩამოაქცევდა. ამის აუღიარებლობა ნიშნავს, რომ პოპულისტებს მივცეთ სალაპარაკო, საბოლოოდ კი ეს მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს. იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ მივცეთ ამ ხალხს სიგნალი, რომ გვირაბის ბოლოს ნამდვილად სინათლეა და ჩვენზე გაკეთებული არჩევანი დაუფასდებათ. რა შევთავაზოთ აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნებს 2020 წლის შემდეგ, ეს უნდა იყოს პრაქტიკული და რეალური სტრატეგიული მიზნები. თუ ამ ქვეყნებს ვერ დავარწმუნებთ, რომ მძიმე შრომა დაუფასდებათ, ევროკავშირს არ უნდა გაუკვირდეს, რომ ჩვენმა აღმოსავლეთევროპელმა პარტნიორებმა უკან გადადგან ნაბიჯი. რუსეთი არ თვლემს, ისევე როგორც ჩინეთი. თუ ევროკავშირი ამ ქვეყნებს რეალურ გზას ვერ შესთავაზებს, არ უნდა დავიჩივლოთ, რომ ჩვენი მეზობლები ზეწოლას ვერ გაუძლებენ, რასაც ევროპისთვის საგანგაშო გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვება. ჩვენი ვალია, თბილისს, კიევსა და კიშინიოვს ოცნებები ავუხდინოთ“, - აღნიშნავს რასმუსენი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42