„ივანიშვილს პატრიარქი სძულს და ფაქტიც სახეზეა… ეს აუდიო ყველას ტელეფონში იქნება, მაგრამ ვერ ვიკადრებ და ვერც რ2-ს ვაკადრებ“
სოც.მედია - 22:15, 25 Mar, 2018     12156
სინდისი თუ ქვეყანა? - რუსთავი 2-ის გენერალური დირქტორი ნიკა გვარამია 2012 წლის არჩევნების წინ, ციხის კადრებს იხსენებს და ფეისბუქის გვერდზე პოსტს წერს:

„ქართული ოცნების და მისი მხარდამჭერი ტელევიზიების და უყვითლესი გაზეთების 2012 წლის მოქმედების მოდელს რომ გავყვეთ, მე ოცნების გასაფარჩაკებლად მაგალითად ეგეთი რამე უნდა გავაკეთო: ბიძინას პაროდისტს კომედი შოუდან ბიძინას ხმით უნდა ჩავაწერინო მაგალითად პატრიარქის გინება და ჭორის სახით ჩავუშვა ხალხში. ერთ კვირაში ეს აუდიო ყველა ტელეფონში იქნება და აუცილებლად ყველა დაიჯერებს, რადგან ცნობილია, რომ ივანიშვილს პატრიარქი სძულს და ფაქტიც სახეზეა, დაანგრია ეკლესია და პატრიარქი სუსთან შეკრული კორუმპირებული სამღვდელოების ტყვეობაში მოაქცია. ამას გარდა, ხეების მთრეველი კაცისგან არაფერი აღარ გაუკვირდებათ.

ესაა სრულიად რუსული მეთოდი, მარტო ეგენი კადრულობენ ამ ფარჩაკობას და ძალიან წარმატებულადაც უგებენ საინფორმაციო ომს წესიერ ევროპელებს და სწორ ამერიკელებს. ასე მოიგო ოცნებამ არჩევნები. ეს იკადრა ყველამ, უკლებლივ, ვინც ამ კოალიციაში იყო. ყველამ იცოდა, რომ ციხის კადრები სრული ფაბრიკაცია და ტყუილი იყო, გარდა კარანტინის დაშლისა. და ყველამ იცოდა, რომ ხალხი მოტყუვდებოდა და შეცდომას დაუშვებდა.

მე ვერ მივცემ თავს ამის უფლებას ვერასდროს. ვერაფრით ვერ ვიკადრებ და ვერც რ2ს ვაკადრებ. ოღონდ, მართლა არ ვიცი, სწორია ეს თუ არა. ჩვენი პატიოსნება ქვეყნის დაღუპვის ფასი რომ ჯდება - ეს ძალიან მაწუხებს და ბევრს ვფიქრობ ამ დილემაზე. და ქვეყანა ნამდვილად იღუპება და თან რუსული მეთოდით მოსული 7 მილიარდიანი ბიძინას აკადემიური დებატებით ან სხვა წესიერი და მიღებული მეთოდებით დამარცხება წარმოუდგენელია. ვინც ამის თეორიულ შესაძლებლობას მაინც ამტკიცებს, ან თავს იტყუებს, ან ჩვენ გვატყუებს, ან ბიძინას დანიშნულია ამის სალაპარაკოდ. ამერიკელებმა ვერ შეძლეს ეს და ჯერჯერობით პირწმინდად აგებენ წესების გარეშე მოთამაშე კაგებესთან. ჩვენ როგორ უნდა შევძლოთ? ვერანაირად. და ამასობაში ქვეყანა იღუპება სანდრა რულოვსის ორგანოებით ვაჭრობით შოკირებული ხალხის საარაკო სისულელით გაკეთებული არჩევანის გამო. სინდისი თუ ქვეყანა? ძალიან მძიმე დილემაა, სინამდვილეში, მაგრამ ვერაფრით ვერ ვიზამ, აი ვერანაირად. ეს კი ნიშნავს, რომ ჩემი თავი უფრო მიყვარს, ვიდრე ჩემი ქვეყნა, შვილები, მეგობრები და ყველაფერი, რაც ძვირფასია ჩემთვის. არ ვყოფილვარ კარგი კაცი (მართლა ასე ვფიქრობ), მაგრამ მაინც ვერ ვიზამ“ - წერს ნიკა გვარამია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42