ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს კლაუდია როტს შეხვდა
პოლიტიკა - 19:52, 25 Mar, 2018     1131

ჟენევაში, ვიზიტის ფარგლებში მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს, კლაუდია როთს შეხვდა.


მაღალი დონის შეხვედრაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ დააფიქსირა მკაფიო მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ და ასევე ხაზი გაუსვა მიღწევას, რომელიც ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის შედეგად ჰქონდა.


პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტუმარს გერმანიის მიერ საქართველოს როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის როგორც ქვეყნის შიდა განვითარების ასევე, ქვეყნის საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით.

საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი.


მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტისთვის პრიორიტეტულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავება.


ირაკლი კობახიძემ კლაუდია როთს საქართველოს პარლამენტის საქმიანობა გააცნო.

პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერს საქართველოში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო და სოციალურ პოლიტიკასთან, ეკონომიკასთან, ჯანდაცვასა და განათლებასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა.


„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან. მათ დააფიქსირეს მკაფიო მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ასევე ხაზი გაუსვეს მიღწევას, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შედეგად ქონდა ორ ქვეყანას და მათი მხარდაჭერა იყო ძალიან გამოკვეთილი. ასევე იყო საუბარი ოკუპაციის საკითხებზე,, დეოკუპაციის პოლიტიკაზე და ამასაც მხარდაჭერა გამოუცხადეს მათ. ვისაუბრეთ კულტურულ თანამშრომლობაზე, ტურიზმზე. მე ვფიქრობ, რომ დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელებული შეხვედრა ასევე ძალიან ნაყოფიერი იქნება ჩვენი სამომავლო ურთიერთობებისთვის“,-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა, მამუკა მდინარაძემ.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42