„არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი. მან წამებით საქართველოს სიყვარულს, მისი ღირსების დაცვას შესწირა თავი... საქართველო არასდროს დაივიწყებს თავის გმირს,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.
თავდაცვის მინისტრი არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვაზე
საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი უმცროსი სერჟანტი, არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. ლევან იზორიამ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოხატა და განაცხადა, რომ ის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლია.
ძმათა სასაფლაომდე ლევან იზორია წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფეობდა. მინისტრმა დაღუპულის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
მასალის გამოყენების პირობები






