გიორგი მარგველაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც არჩილ ტატუნაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს.
"დღეს მიწას მივაბარეთ ღირსეული მამულიშვილი, არჩილ ტატუნაშვილი. ამავე დროს დღეს ჩვენ ვნახეთ ოკუპანტის ნამდვილი სახე, ის არის ადამიანის გამტაცებელი და წამებით მომკვლელი. დღეს ვნახეთ, რომ ამ მკვლელობის შემდეგ კიდევ უფრო დიდი მუხანათობა დაიგეგმა, რომ კიდევ უფრო მეტი შეურაცხყოფა მოეყენებინათ ჩვენთვის არჩილის ცხედრის არგადმოცემით. დღეს ჩვენ აქ ვნახეთ საქართველო, რომელმაც ღირსეული პასუხი გასცა ამ ყველაფერს, ჩვენ ვნახეთ ტრაგედიით არა გახლეჩილი, არამედ გაერთიანებული საზოგადოება. მე მინდა ვუთხრა მათ, ვინც ასეთ ვერაგობებს გეგმავს ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენ ეს გაგვივლია საუკუნეების განმავლობაში და მზად ვართ ასეთი ბრძოლისთვის, რადგან ყოველთვის გამარჯვებული გამოვდიოდით და ამ ბრძოლაშიც გამარჯვებული გამოვალთ. ღირსეული სიცოცხლისა და მოწამეობრივი სიკვდილისთვის არჩილ ტატუნაშვილს ღირსების ორდენით ვაჯილდოვებთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
35 წლის სამხედრო, არჩილ ტატუნაშვილი მიმდინარე წლის 22 თებერვალს, ახალგორში, ორ სხვა ქართველთან ერთად, დააკავეს.
მომდევნო დღეს კი, საოკუპაციო რეჟმმა ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი ირწმუნებოდა, რომ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სამხედრო სასტკად ნაწამებია.
35 წლის სამხედროს სიკვდილთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუცია მოამზადა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია ითვალისწინებს „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის“ მიღებას, რომელშიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების გატაცების, წამების, მკვლელობის საქმეში ჩართული პირები მოხვდებიან და მათ წინააღმდეგ სანქციები დაწესდება. პარლამენტი ასევე მოუწოდებს მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა ამ პირთა წინააღმდეგ დაწესდეს შეზღუდვები, პარტნიორი ქვეყნებისა და სართაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც.
მასალის გამოყენების პირობები






