"დღეს აშშ–ში მართლაც უპრეცენდენტო მხარდაჭერა აქვს საქართველოს" - თენგიზ ფხალაძე
პოლიტიკა - 15:18, 24 Mar, 2018     1093

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციასა და აშშ-ს მიერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მიღებულ დოკუმენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების მიმართულებით რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის კონსოლიდირება

"ამაზე არაერთხელ უსაუბრია საქართველოს პრეზიდენტს და კონსოლიდირებული ძალისხმევით მოხერხდა ის, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი რეზოლუცია მივიღეთ. დღეს არსებული მშვიდობიანი მექანიზმები და ყველა საერთაშორისო ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მოხერხდეს არსებული ვითარების გარდატეხა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაშვება, რათა იქ მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას შეუმსუბუქდეს ის უმძიმესი ყოფა, რაც დღევანდელ დღეს იქ რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერაა შექმნილი", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ოკუპანტმა სახელმწიფომ გადაიხადოს პოლიტიკური ფასი და ის პოლიტიკა, რომელსაც არაღიარების პოლიტიკა ჰქვია, გამყარდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

"დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მართლაც უპრეცენდენტო მხარდაჭერა აქვს საქართველოს როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების მხრიდან; მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მოვახერხოთ როგორც თეთრი სახლის ადმინისტრაციის, ასევე კონგრესის ორივე პალატის მხარდაჭერის კაპიტალიზაცია.

მიღებული დოკუმენტი უაღრესად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის არა მხოლოდ ამყარებს არაღიარების პოლიტიკას, არამედ იქ საუბარია საკმაოდ მნიშვნელოვან და სოლიდურ ფინანსურ დახმარებაზე, რამაც საქართველოს ხელი უნდა შეუწყოს, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს და კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა", - აღნიშნა ფხალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42