მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - შვეიცარიის წარმომადგენელი
პოლიტიკა - 12:32, 24 Mar, 2018     1770
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე, საქართველოს შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხზე სიტყვით გამოსვლისას შვეიცარიის მუდმივმა წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება და იგი "მოჯადოებული წრიდან" გამოსვლის კონსტრუქციულ მიდგომად შეაფასა.

საკუთარ გამოსვლაში შვეიცარიის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა შვეიცარიის შუამავლის როლს საქართველოსა და რუსეთს შორის, და აღნიშნა რომ შვეიცარია დაინტერესებულია უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებით.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანის უფლებათა პატივისცემას და თანამშრომლობას კონფლიქტის მხარეთა შორის.

შვეიცარია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს ადამიანის უფლებათა დაცვისკენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამ თვალსაზრისით შვეიცარია მიესალმება 2018 წლის 9 მარტს საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებას, სადაც მან გამოხატა კონსტრუქციულ პროცესებში ჩართვის მზაობა მოვლენათა ნეგატიური მოჯადოებული წრიდან გამოსვლის მიზნით"-განაცხადა მან.

მისი განცხადებით შვეიცარია იზიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებულ შეშფოთებას და მხარს უჭერს აღნიშნულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და სხვა მექანიზმების შეუზღუდავ წვდომას.

შვეიცარიამ მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეებს გააძლიერონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

2017 წლის 23 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ - მიიღო. რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42