საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უნდა გაგრძელდეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის გამოძიება - ავსტრალია
პოლიტიკა - 12:23, 24 Mar, 2018     1027
ავსტრალიამ მხარი დაუჭირა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციას „თანამშრომლობა საქართველოსთან“. ავსტრალიის წარმომადგენელმა სიტყვით მიმართა სესიის მონაწილეებს და დაგმო აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო პუნქტების გახსნა, მან ასევე შეშფოთება გამოხატა აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მათი გამოძიება მოითხოვა.

„რეზოლუციის მოთხოვნაა დაუყოვნებლივ იქნას უზრუნველყოფილი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების წვდომა. საქართველოს მხრიდან ამგვარი რეზოლუციის წარდგენა გამართლებულია, ვინაიდან ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელ ნაწილს შეადგენს. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კი გამართლებულია გაგრძელდეს ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების, მათ შორის, თვითნებური დაკავებების, წამებისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ფაქტების გამოძიება. სამაგიეროდ, გამართლებული არ არის საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად სხვა ქვეყნის მიერ ამ რეგიონებში საარჩევნო პუნქტების გახსნა, როგორც ეს გასულ კვირას მოხდა“ - განაცხადა ავსტრალიის წარმომადგენელმა.

მან დადებითად შეაფასა ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის მხრივ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები.

2017 წლის 23 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ - მიიღო. რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42