როგორც საკუთარ გამოსვლაში აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისოფისთან. დარღვევების შესახებ უხეში ფაქტების არსებობის მიუხედავად კი ვერ ხერხდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დაშვება.
„ადამიანის უფლებათა მასიური დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიუხედავად, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების დე-ფაქტო ლიდერები კვლავაც ხელს უშლიან ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისსაღნიშნულ რეგიონებში წვდომაზე. ჩვენ ვაცხადებთ, რომ დაბრუნების უფლება შემოიფარგლება ლტოლვილებით, თუმცა დაბრუნების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ იძულებით გადაადგილებულ პირებსაც. ამერიკის შეერთებული შტატებისრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“- განაცხადა მან.
მისივე თქმით წარმოდგენილი რეზოლუცია მოითხოვს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უზრუნველყოფას საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან წვდომას და შესაბამისად, „ადგილზე არსებულიმდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა საბჭომ დაამტკიცოს ჩვენს წინაშე წარმოდგენილი რეზოლუცია საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ“.
2017 წლის 23 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ - მიიღო. რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსსუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანისუფლებათა განმტკიცების კუთხით. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე.დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.
მასალის გამოყენების პირობები






