მიხეილ ჯანელიძე 2018 ბიუჯეტის კანონში ასახული საქართველოს მხარდაჭერისთვის აშშ-ს მადლობა უხდის
პოლიტიკა - 11:29, 24 Mar, 2018     1575
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისკენ გადადგმულ მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს აშშ-ის 2018 წლის ბიუჯეტის კანონში საქართველოს მხარდამჭერ პუნქტებსა და გაზრდილ ფინანსურ დახმარებას.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით აშშ-ის ბიუჯეტში ჩანაწერი წარმოადგენს რუსეთის აგრესიული ქმედებების სამართლებრივ შეფასებას და მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ წარმოებული არაღიარების პოლიტიკისთვის.

„მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს, ადმინისტრაციას და პრეზიდენტს 2018 წლის ბიუჯეტის კანონში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პუნქტების მხარდაჭერისთვის. პირველ რიგში ეს უკავშირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას. საბიუჯეტო კანონში საუბარია საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე, რაც წარმოადგენს რუსეთის აგრესიული ქმედებების სამართლებრივ შეფასებას. 2018 წლის საბიუჯეტო კანონით იკრძალება იმ მთავრობების ნებისმიერი დაფინანსება, რომელსაც აღიარებულ ჰყავთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები და მათთან დამყარებული აქვთ რაიმე სახის კავშირი, ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან ბერკეტს ჩვენთვის არაღიარების პოლიტიკის საწარმოებლად“ - განაცხადა ჯანელიძემ.

მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის საბიუჯეტო კანონით იზრდება საქართველოსთვის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება, რაც დიდ წილად მოხმარდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. „ ეს არის სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - განაცხადა ჯანელიძემ.

2018 ფისკალური წლის აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი შენარჩუნებულია. ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. აშშ-ის 2018 ფისკალური წლის ბიუჯეტიდან საქართველო 105,325 მილიონ აშშ დოლარის დაფინანსებას მიიღებს, რაც 5 მილიონი აშშ დოლარით მეტია გასულ წელთან შედარებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42