„ეს არის ის საერთაშორისო მექანიზმი და ბერკეტი, რასაც საქართველო იყენებს, რათა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტური ძალის განმახორციელებელმა აგოს პასუხი ყველა იმ დარღვევაზე რასაც ადგილი აქვს და ასევეშესაძლებელი იქნას ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვა საერთაშორისო მექანიზმებით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ აქტიურად განიხილოს და მხარი დაუჭიროს საქართველოს ამუმნიშვნელოვანესი პრობლემის დარეგულირების პროცესში. აღსანიშნავია ასევე რომ რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს და ადამიანის უფლებების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს“- განაცხადასაქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ გაეროს ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელმა უმაღლესმა ორგანომ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მისსაერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აღწერს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობას და მოითხოვს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში დაუყონებლივიქნას დაშვებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები და ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისი, რათა ადგილზე შეფასდეს ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება.
2017 წლის 23 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ - მიიღო. რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსსუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანისუფლებათა განმტკიცების კუთხით. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე.დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.
მასალის გამოყენების პირობები






