დოკუმენტში საქართველოს მხარდაჭერისთვის არანაკლებ 105,325,000 მილიონი დოლარია გამოყოფილი. ამის შესახებ ნათქვამია 2018 ფინანსური წლისთვის აშშ-ს ბიუჯეტის პროექტში.
დოკუმენტის თანახმად, უკრაინა ფინანსური დახმარების სახით, 420 მილიონ დოლარს მიიღებს
დოკუმენტში, გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, საუბარია საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხერთ ოსეთის ოკუპაციაზე. „საქართველოს ტერიტორიების- აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“ - ასე ეწოდება აშშ-ის ბიუჯეტის ტექსტში მოცემული თავს, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეხება.
ეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე განცხადებაა.
შეერთებული შტატების მხირდან, ეს არის საქართელოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი დოკუმენტი, სადაც საუბარია იმაზეც, რომ აშშ-ის მთავრობა არ დააფინანსებს არცერთ იმ პროექტს, რომელიც მიმართული იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ხელშეწყობისკენ.
ბიუჯეტის პროექტს ხელი უკვე მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა დოკუმენტი გააკრიტიკა, იქვე აღნიშნა, რომ მას ხელს აწერს "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე. ბიუჯეტის კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის დაფინანსების გაზრდას და ინფრასტრუქტურის გაძლიერებისთვი 21 მილიონის გამოყოფას.
მასალის გამოყენების პირობები






