"მოკლულია გმირი, ჩვენი ძირითადი ამოცანა გამოძიებაა" - გიორგი გახარიამ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა
პოლიტიკა - 21:02, 23 Mar, 2018     1678
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ძირითადი ამოცანა გამოძიება, რომელიც სამხარაულის ექპერტიზის შემდეგ დაიწყება

"ძირითადი ამოცანა იყო, მოკლული გმირი, მოკლული მოქალაქე ღირსეულად მიგვებარებინა მიწისთვის, ახლა უკვე ჩვენი ძირითადი ამოცანა გამოძიებაა. დღეს ჩვენ ველოდებით ექსპერტიზის მონაცემებს, რომელიც სამხარაულის ბიურომ უნდა გადმოგვცეს. ამას გარკვეული დრო დასჭირდება. მთავარია, ჩვენ ამ ოჯახს მომავალშიც გვერდში დავუდგეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ, მთავრობაც, თითოეული ჩვენი მოქალაქეც ყველაფერს გააკეთებს ამისთვის" - განაცხადა მინისტრმა.

35 წლის სამხედრო, არჩილ ტატუნაშვილი მიმდინარე წლის 22 თებერვალს, ახალგორში, ორ სხვა ქართველთან ერთად, დააკავეს.

მომდევნო დღეს კი, საოკუპაციო რეჟმმა ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი ირწმუნებოდა, რომ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სამხედრო სასტკად ნაწამებია.

არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

35 წლის სამხედროს სიკვდილთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუცია მოამზადა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია ითვალისწინებს „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის“ მიღებას, რომელშიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების გატაცების, წამების, მკვლელობის საქმეში ჩართული პირები მოხვდებიან და მათ წინააღმდეგ სანქციები დაწესდება. პარლამენტი ასევე მოუწოდებს მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა ამ პირთა წინააღმდეგ დაწესდეს შეზღუდვები, პარტნიორი ქვეყნებისა და სართაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42