მისი თქმით, მოკლული სამხედროს საქმეზე გამოძიება მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად წარიმართება.
სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების შემდეგ, მიღებული იქნება გადაწყვეტილება საერთაშორისო ექსპერტიზის საჭიროებაზე. შსს-ში მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება და ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დანიშნული არის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და, რა თქმა უნდა, გამოძიება წარიმართება მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად, რათა რაც შეიძლება მალე დადგინდეს იმ პირთა ვინაობა, ვინც შესაძლოა, დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, ამის შესახებ საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია. ოჯახი სრულად იქნება ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და ეს გამოძიება წარიმართება სრულად გამჭვირვალედ" - აღნიშნა შოთაძემ.
როგორც შოთაძემ განაცხადა მას შემდეგ რაც დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობა დადგინდება, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება.
35 წლის სამხედრო, არჩილ ტატუნაშვილი მიმდინარე წლის 22 თებერვალს, ახალგორში, ორ სხვა ქართველთან ერთად, დააკავეს.
მომდევნო დღეს კი, საოკუპაციო რეჟმმა ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი ირწმუნებოდა, რომ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სამხედრო სასტკად ნაწამებია.
არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
35 წლის სამხედროს სიკვდილთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუცია მოამზადა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია ითვალისწინებს „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის“ მიღებას, რომელშიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების გატაცების, წამების, მკვლელობის საქმეში ჩართული პირები მოხვდებიან და მათ წინააღმდეგ სანქციები დაწესდება. პარლამენტი ასევე მოუწოდებს მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა ამ პირთა წინააღმდეგ დაწესდეს შეზღუდვები, პარტნიორი ქვეყნებისა და სართაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც.
მასალის გამოყენების პირობები






