მისი თქმით, ახალი კონსტიტუცია ქვეყნის ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.
"ამ კონსტიტუციით, ჩვენ ეტაპობრივად გადავდივართ საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.
მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ გადადგა ნაბიჯები პარლამენტის როლის გაზრდისკენ და ძალაუფლების მეტი წონასწორობისკენ, დემოკრატიული ინსტიტუტების მეტი დამოუკიდებლობისა და გაძლიერებისკენ, და რაც მთავარია, მეტი პოლიტიკური პლურალიზმისკენ.
აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში კონსტიტუციაში მკაფიოდაა განსაზღვრული ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსი, რაც გამოხატავს ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას.
მოხარული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ამ ცვლილებებს.
ასევე, უმნიშვნელოვანესია ვენეციის კომისიის როლი, რომლის დადებითი შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ადგას ევროპული სტანდარტებით განვითარების გზას" - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






